- ტრენინგის დასაწყისში შევავსეთ ანკეტა, სადაც ავღნიშნე, რომ ამ ტრენინგით მინდა ავიმაღლო ცოდნა სასწავლო პროექტების შეფასების შესახებ და ასევე მინდა გავეცნო სხვა ქვეყნების მასწავლებელთა პორტფოლიებს და ასევე როგორ მივატანო მასწავლებლამდე. იმედი მაქვს ჩემი მოლოდინი გამართლდება;
- გავეცანითერთ ერმანეთს, მომეწონა რას თვლიან კოლეგების მიღწევებად;
- შევავსეთ მეტად საინტერესო თვითშეფასების ფურცელი, რომელმაც დამანახვა რა შეიძლება დავხვეწო და გამოვასწორო ჩემს ტრენინგებზე;
- ძალიან მომეწონა გონებრივი იერიში -,,2014 წლის კურსდამთავრებული", აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგის პირველივე დღეს, ამ აქტივობით თვალნათლივ დავანახვებ ჩემს მსმენელებს პროექტების აუცილებლობას სასწავლო პროცესში;
- პორტფოლიოების ანალიზი - მივხვდი, რაზე უნდა გავამახვილო ტრენინგენზე უფრო მეტად ყურადღება;
- პრეზენტაციის მომზადების ჩეკ-ლისტი - გენიალური და არაჩვეულებრივია, რომელიც მასწავლებლებს თვალნათლივ აუხსნის როგორი უნდა იყოს მოსწავლის პრეზენტაცია.
Wednesday, March 12, 2014
ინტელის ტრენინგი - მასტერ კლასი - ბორჯომი
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment