მე-2 დღე

15 ივნისი, 2013წ.


  • საშინაო დავალებები - არჩეული პროექტების მიმოხილავა(ჩვენმა ჯგუფმა მომიიხილა პროექტი ,,ვირტუალური ელჩი");
  • ჯგუფების მიერ არჩეული საპროექტე იდეების განხილვა(კავშირი ყოველდღიურობასთან, ტექნოლოგიებთან ინტეგრირება, პროექტის სცენარი);
  • ჩვენმა ჯგუფმა აირჩია პროექტი: ,,ქართული ღვინო", რომელიც ჩავთვალეთ, რომ რამდენიმე საგანში გადის ესგ-თი გათვალისწინებულ შედეგზე
    ჩვენი ჯგუფი მუშაობის დროს
  • მოვნიშნეთ ჩვენი 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევები, რომლებსაც ჩვენი პროექტის შედეგად გამოიმუშავენ მოსწავლეები;
  • ვიმუშავეთ ესგ-ის იმ სტანდარტზე, რომლის შედეგზეც გადის ჩვენი პროექტი;
  • ჯგუფის წევრებმა ჩამოვაყალიბეთ ჩვენ მიერ არჩეული პროექტის მიზნები და ტრენერთან ერთად ვიმსჯელეთ სააზროვნო უნარების რომელ დონეზე გადის პროექტის კონკრეტული მიზნები;
ჩვენი ჯგუფის პროექტ ,,ქართული ღვინის" მიზნების
პრეზენტაცია

  • ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტების სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები
ზოგადი
თემატური
შინაარსობრივი
დაახასიათეთ საქართველოს კლიმატი
რა კლიმატური პირობებია საჭირო მევენახეობისთვის?
რა კლიმატური პირობები განსაზღვრავს ყურძნის შაქრიანობას?
რა იცით ქრისტიანული რელიგიის შესახებ?
რა როლი აქვს ვაზს საქართველოს გაქრისტიანებაში?
რა გზა გაიარა ნინომ ვაზის ჯვრით ხელში?
იმსჯელეთ თანამედროვე მეღვინეობის პრობლემებზე საქართველოში
რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო მევენახეობის დარგის ასაღორძინებლად?
გამოსახე დიაგრამით ბოლო 5 წლის ყურძნის მოსავლოანობა.
რა იცით ღვინის დამუშავების ტექნოლოგიებზე?
რა და რა სახის ღვინოები არსებობს?
როგორ მიიღება მშრალი ღვინო?
ჩვენი ჯგუფი ტრენინგის შემდეგ
საშინაო დავალებაზე მუშაობის დროს
ტრენინგი არაჩვეულებრივია!!! სიღრმისეულად ჩავწვდით პროექტის აგების ეტაპებს!!!

No comments:

Post a Comment