Thursday, March 13, 2014

ინტელის ტრენინგი - მასტერ კლასი - ბორჯომი მე-2 დღე

·         მე-2 დღე დავიწყეთ წინა დღის რეფლექსიის მიმოხილვით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბლოგზე არ იყო ტრენერის კომენტარი, მივხვდი რა არის რეფლექსიის დანიშნულება და რატომაა იგი საჭირო ყველა ტრენინგზე;
·         ქართულ ვიკიზე შევქმენი ჩემი გვერდი;
·         განვიხილეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, ძალიან მომეწონა, აუცილებლად გამოვიყენებ ასეთი ფორმით მომავალ ტრენინგზე;
·         ვიმუშავეთ მოსწავლის შეფასების რუბრიკაზე, რამაც ნათლად დაგვანახა რას უნდა მიენიჭოს მოსწავლის ნაშრომის შეფასებისას ყურადღება, ამ აქტივობამ დამანახვა, რა შეცდომა მქონდა ჩემს მიერ შექმნილ მოსწავლის ნამუშევარში;
·         გავარჩოეთ შეფასების 5 მიზანი და არმოცაინეთ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტების შეფასების დროს ხუთივე მიზნის გათვალისწინებას;

Wednesday, March 12, 2014

ინტელის ტრენინგი - მასტერ კლასი - ბორჯომი


  • ტრენინგის დასაწყისში შევავსეთ ანკეტა, სადაც ავღნიშნე, რომ ამ ტრენინგით მინდა ავიმაღლო ცოდნა სასწავლო პროექტების შეფასების შესახებ და ასევე მინდა გავეცნო სხვა ქვეყნების მასწავლებელთა პორტფოლიებს და ასევე როგორ მივატანო მასწავლებლამდე. იმედი მაქვს ჩემი მოლოდინი გამართლდება;
  • გავეცანითერთ ერმანეთს, მომეწონა რას თვლიან კოლეგების მიღწევებად;
  •  შევავსეთ მეტად საინტერესო თვითშეფასების ფურცელი, რომელმაც დამანახვა რა შეიძლება დავხვეწო და გამოვასწორო ჩემს ტრენინგებზე;
  • ძალიან მომეწონა გონებრივი იერიში -,,2014 წლის კურსდამთავრებული", აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგის პირველივე დღეს, ამ აქტივობით თვალნათლივ დავანახვებ ჩემს მსმენელებს პროექტების აუცილებლობას სასწავლო პროცესში;
  • პორტფოლიოების  ანალიზი - მივხვდი, რაზე უნდა გავამახვილო ტრენინგენზე უფრო  მეტად ყურადღება;
  • პრეზენტაციის მომზადების ჩეკ-ლისტი - გენიალური და არაჩვეულებრივია, რომელიც მასწავლებლებს თვალნათლივ აუხსნის როგორი უნდა იყოს მოსწავლის პრეზენტაცია.

Monday, October 7, 2013

Saturday, June 15, 2013

პროექტებით სწავლება
პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.



საკვანძო კითხვები:
• როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
• როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?

ამოცანები:
ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა
• პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად
• პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა
• პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
• პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად
• რეფლექსია სწავლაზე
• ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.